ევროკავშირმა აშშ-ში სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება დაგმო

ბრიტანეთის რეფერენდუმზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების რეაქცია

ევროკავშირმა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება, ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯის აღდგენასთან დაკავშირებით, დაგმო – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის პრეს-მდივნის კომენტარში. “ფაქტობრივად, 16 წლიანი მორატორიუმის შემდეგ, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა გუშინ გამოაცხადა, რომ ფედერალური მთავრობა სიკვდილით დასჯას აღადგენს. ასეთი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება აშშ-ში და მსოფლიოში სიკვდილით დასჯის გაუქმებასთან დაკავშირებით მზარდ მოთხოვნას” – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც “ამერიკის ხმა” ავრცელებს, აშშ-ში სიკვდილით დასჯა ფედერალურ დონეზე 1972 წელს აკრძალეს მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის “შეაფასა, როგორც დისკრიმინაციული დასჯა”. ამის შემდეგ მოგვიანებით, 1988 წელს სიკვდილით დასჯა ნაწილობრივ აღდგა.

აშშ ერთადერთი დასავლური ქვეყანაა, სადაც დღემდე გამოაქვთ სიკვდილით დასჯის განაჩენი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება
შემდეგი სტატიარეპერი Curly L.A-ის ახალი ტრეკი