რატომ უზრდელობ, პროფესიული მოვალეობა კი არა, უზრდელობაა ეგ – კალაძე ჟურნალისტებს

“რატომ უზრდელობ, პროფესიული მოვალეობა კი არა, უზრდელობაა ეგ” – თბილისის მერი ჟურნალისტების მიერ დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა და კვლავ ჟურნალისტებს დაუპირისპირდა.

როდესაც ჟურნალისტები თბილისის მერისთვის კრიტიკული კითხვების დასმას ცდილობდნენ, კალაძე მედიის წარმომადგენლებს მიუთითებდა, რომ დამორჩილებოდნენ თავისსავე პრესსამსახურს და დაესვათ სწორედ ის კითხვა, რომელიც მას სურდა.

“რატომ უზრდელობ, რატომ უშლით ხელს… რატომ უზრდელობ …ძველბიჭურად, უზრდელურად იქცევი. შენ მიკროფონი რომ გიჭირავს ხელში არ ნიშნავს იმას, რომ ყველას თავზე გადაუარო”… – მიმართა კალაძემ ჟურნალისტს და კონფლიქტის განეიტრალება ჩვეული, ძველბიჭური სტილით სცადა:

წესიერად მოიქცევი… ქალბატონია პატივი ეცი, გაფრთხილებ… პროფესიული მოვალეობა კი არა უზრდელობაა ეგ…. ჩემი დაცვის ხელმძღვანელია და მას აქვს უფლება… – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშისწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ქართველ ხალხსა და მათ ხელისუფლებას შორის, უფსკრულზე ვსაუბრობდი – გონჩარენკო ღარიბაშვილზე
შემდეგი სტატიაერთი მოქმედება ან უმოქმედობა გვითხრან, სადაც არასწორი ნაბიჯი გადავდგით და რითაც დავიმსახურეთ ის, რომ „ასოცირებულ ტრიოში ერთად წარმოდგენილები არ ვართ – კახიშვილი