ერთი მოქმედება ან უმოქმედობა გვითხრან, სადაც არასწორი ნაბიჯი გადავდგით და რითაც დავიმსახურეთ ის, რომ „ასოცირებულ ტრიოში ერთად წარმოდგენილები არ ვართ – კახიშვილი

ერთი მოქმედება ან უმოქმედობა გვითხრან, სადაც ჩვენ არასწორი ნაბიჯი გადავდგით და დავიმსახურეთ ის, რომ ასოცირებულ ტრიოში ერთად წარმოდგენილები არ ვართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების’’ დეპუტატმა, კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოველწლიური ანგარიშით გამოდის.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის მინიჭების საკითხი საქართველოს გეოგრაფიულ მდგომარეობას ეხება.

„ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია ეს საკითხი 2 ჭრილში განვიხილოთ. პირველი ჭრილი არის სამართლებრივი, ინდიკატორების შესრულება და მეორე არის პოლიტიკური შეფასება.

ნამდვილად შემიძლია დავადასტურო, ეს ნებისმიერს შეუძლია ნახოს, ბატონმა პრემიერმა აღნიშნა კიდეც ციფრები, აბსოლუტურად ყველა პარამეტრით პირველ ადგილზე ვართ, ანუ, სამართლებრივი საკითხი გამოირიცხა, დარჩა პოლიტიკური.

პოლიტიკურ საკითხში რა დავაკელით უბრალოდ საინტერესოა. ერთი მოქმედება ან უმოქმედობა გვითხრან, სადაც ჩვენ არასწორი ნაბიჯი გადავდგით და რითაც თუნდაც დავიმსახურეთ ის, რომ ასოცირებულ ტრიოში ერთად წარმოდგენილები არ ვართ.

საკითხი არის გეოგრაფიულ მდგომარეობაში და მოდით, ამაზე ვიუსაუბროთ-კარგად გვესმის, რომ მოლდოვას და უკრაინას რეალურად ჰყავს მხარდამჭერები რუმინეთის, პოლონეთის, ბულგარეთის სახით იმიტომ, რომ შუაგულ ევროპაში არიან ისედაც და ბუნებრივია, მოკავშირეები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ხოლო ჩვენ ვართ ისეთ რეგიონში, სადაც ჩვენს გარშემო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არსებობს. ერთი თურქეთი ელოდება და არავინ იცის, როდის მისცემენ ან მისცემენ საერთოდ თუ არა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტად გვიჭირს, მითუმეტეს, არ გვყავს ევროკავშირის ტრიოში ასოცირებულ ქვეყნებს თუ შევადარებთ ისეთი მხარდამჭერები, როგორიც მათ ჰყავთ. ალბათ, ბევრი უნდა ვიმუშაოთ“,-განაცხადა კახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირატომ უზრდელობ, პროფესიული მოვალეობა კი არა, უზრდელობაა ეგ – კალაძე ჟურნალისტებს
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – ნამდვილად იქნება უსამართლო, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს