სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ქართველ ხალხსა და მათ ხელისუფლებას შორის, უფსკრულზე ვსაუბრობდი – გონჩარენკო ღარიბაშვილზე

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდებებს უკრაინიდან უკვე მოჰყვა გამოხმაურება. დავით არახამიას პასუხის შემდეგ, რომელიც ბრალდების მთავარი ადრესატია, მას რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო პასუხობს:

“გუშინ სიტყვით გამოვედი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ვთხოვე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიცემა. განვმარტე, რომ ხალხი რუსეთთან და პარაზიტ ოლიგარქთან მარტო არ უნდა დარჩეს. მომესმა. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა ითხოვდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას. ის ამბობს, რომ არახამია ამას ევროპასა და შეერთებულ შტატებს ეხვეწებოდა. ვფიქრობ, სხვა არაფერი არ არის გასაკეთებელი. პრემიერსაც მოუსმინეს.

სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვსაუბრობდი ქართველ ხალხსა და მათ ხელისუფლებას შორის არსებული უფსკრულის შესახებ. დასკვნას ქართველები გამოიტანთ, დარწმუნებული ვარ. მაგრამ რა შეუძლია სხვა ქვეყნებს საქართველოს მხარდაჭერის გარდა? ” წერს გონჩარენკო.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარებმა რა იციან აქ რა ხდება… რით ამტკიცებთ, რომ ბიძინა ოლიგარქია – გორის საკრებულოს თავმჯდომარე
შემდეგი სტატიარატომ უზრდელობ, პროფესიული მოვალეობა კი არა, უზრდელობაა ეგ – კალაძე ჟურნალისტებს