“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა”- ჯანელიძე ოკუპირებულ აფხაზეთში ლავროვის ვიზტს აფასებს

მიხეილ ჯანელიძე - გადაწყდა, რომ საქართველო ჩაერთვება ყველა სტრატეგიულ დისკუსიაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტს გამოეხმაურა:

„ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა“-აცხადებს ჯანელიძე.

მისი თქმით, ასეთი ღონისძიებებით რუსეთი ადგილობრივი მოსახლეობისთვის მცდარი მოლოდინების შემქნას გეგმავს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია ამ გზით ცდილობს, ოკუპირებულ რეგინებში მაცხოვრებელ საზოგადოებაში არარეალური მოლოდინები გააჩინოს, რომ ეს ტერიტორიები როდესმე აღიარებული იქნება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ეს არასდროს არ მოხდება, რადგან საქართველოს მთავრობას შესაბამისი ქმედებები აქვს განხორციელებული და ახორციელებს შესაბამის ნაბიჯებს, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი იყოს მტკიცეს დაცული,“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშისერგეი ლავროვმა ყვავილებით შეამკო „აფხაზი მეომრების მემორიალი“
შემდეგი სტატია,,რატომ უნდა დაწესდეს კონსტიტუციაში შეზღუდვები მხოლოდ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით”- ომბუდსმენი