რატომ იწვის საქართველო?!

,,მოსწვეს, მოსტყუევნეს, მოსწყვიდნეს” – ,,ქართლის ცხოვრებაში”, მტრის შემოსევის აღწერისას, ყველაზე ხ შ ი რ ა დ სწორედ ამ სიტყვებს წ ა ი კ ი თ ხ ა ვ თ. მტერმა ოდიდგანვე უწყოდა, რომ ბუნება ,,შემუსრულ”, ხეხილ და ზვარ გაჩეხილ, გაკაფულ და გადამწვარ საქართველოს წინააღმდეგობას ადვილად გასტეხდა. ამიტომაც ჩვენი მ ტ ე რ ი, ჩვენს ბ უ ნ ე ბ ა ს ა ც ბოროტად მტრობდა. ქართველსაც ტყის და ხოდაბუნის ,,დამწობი” და ვაზის ამჩეხი, მვლელად ყავდა შ ე რ ა ც ხ უ ლ ი, ბუნების მ კ ვ ლ ე ლ ი – კაცის მ კ ვ ლ ე ლ ა დ. გვეგონა ფ ე ო დ ა ლ ი ზ მ ს გავცდით, ,,მოსწვის” საფრთხე აღარ გვადგა, თუმცა ვცდებოდით. ჯერ ,,ურჩ” ვაჭრებს ,,შეუგზავნეს ცეცხლი”, დახლებში, სავაჭროებში, ოჯახებში, შემდეგ ი გ რ ძ ნ ე ს რა ძალა და უფლება, ც ე ც ხ ლ ს, მოხელეების, პროკურორების, პოლიციელების და საზოგადოების ,,უბრალო” წევრთა პირადი ქონება და ა/მანქანები მ ი ს ც ე ს და გ ა ლ ა ღ ე ბ უ ლ ე ბ მ ა, სავაჭრო ობიექტებს და ბაზრობებს ,,დაადგეს” თვალი. დღემდე, დაცვითა და ტექნიკური დაცვით ა ღ ჭ უ რ ვ ი ლ ი, 15 ბაზრობა და სავაჭრო ცენტრი დ ა წ ვ ე ს და სახელმწიფომ ერთიც ვერ გახსნა. გარეული თუ შინაური მტრისთვის ცხადი გახდა, რომ თუ დედაქალაქში ბაზრის დაწვას ვერ ხსნიდნენ, ჩვენი ე რ ო ვ ნ უ ლ ი სიმდიდრის და სიამაყის – ტ ყ ი ს დაწვასაც ვერ გახსნიდნენ და გეგონებათ ანიშნესო, ცეცხლით და ღველფით შ ე ე ს ი ვ ნ ე ნ განუმეორებელ ბუნებას და 1 აგვისტოდან დღემდე, 1000 ჰექტარზე მეტი ტყე დაწვეს. სახელმწიფომაც ვერ შ ე ა ფ ა ს ა მდგომარეობა, ვერ გ ა თ ვ ა ლ ა რისკები, გადაუდებელ ღონისძიებათა მ ო ფ ი ქ რ ე ბ ი ს და გ ა ნ ხ ო რ ც ი ე ლ ე ბ ი ს ნაცვლად, ბორჯომში, 1 ჰექტარ ლამის ჩამქრალ ხანძრის ფონზე, ტელე კამერებთან ი კ ე კ ლ უ ც ა და შედეგად 700 ჰექტარზე მეტი დამწვარი ე ნ დ ე მ უ რ ი ტყე და ეროვნული ე კ ო ლ ო გ ი უ რ ი კატასტროფა მიიღო. სახელმწიფომ თავის უ დ ა რ დ ე ლ ო ბ ი თ, საფრთხე არა მარტო დ ა ც უ ლ ბუნებას, არამედ ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ ა ს ა ც შეუქმნა, რომელმაც ა ღ შ ფ ო თ ე ბ უ ლ მ ა სახელმწიფოს უღონობით, გახშირებული ხანძრები დ ი ვ ე რ ს ი ა დ შერაცხა და დამნაშავეთ ძებნა, ო კ უ პ ა ნ ტ ე ბ შ ი და არასასურველ პოლიტიკურ პ ა რ ტ ი ე ბ შ ი დაიწყო. თუმცა ცხადია, რომ ბაზრობები და სავაჭროები იწვის:
1- ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად.
2 – მოწილეების მოსაცილებლად.
3 – აქციონერების მოსაცილებლად.
4 – კონკურენტების მოსაცილებლად.
5 – წილების ხელში ჩასაგდებად.
6- მეპატრონეების დასაშინებლად.
7 – ,,ხარკის” გადაუხდელობისათვის.
+ სახანძრო უსაფრთხოების დარღვევის და დაუდევრობის გამო.
ტყეები იწვის:
1. სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების მიზნით (დივერსია)
2. ხე-ტყის უკანონო ჩეხვის დაფარვის მიზნით
3. დაუდევრობით
4. ბუნებრივი მოვლენების გამო.
სახელმწიფო ხანძრებს ყურადღებით, რომ მ ი დ გ ო მ ო დ ა და 1 ბაზრის დაწვა მაინც გაეხსნა, სხვა ათასჯერ დ ა ფ ი ქ რ დ ე ბ ო დ ა, ვიდრე ტყეს ცეცხლს წ ა უ კ ი დ ე ბ დ ა. დღეს კი არავის ე რ ი დ ე ბ ა თ და ტყეებსაც ა უ ღ ე ლ ვ ე ბ ლ ა დ წვავენ!

სამართალდამცავთა ლიგის წევრი,ზაზა ჭაია

banner
წინა სტატიაშირუსი ტანმოვარჯიშე შესაძლოა საქართველოს სახელით გამოვიდეს
შემდეგი სტატიაანკარა მხარს უჭერს საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას