ანკარა მხარს უჭერს საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას

თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას . ამის შესახებ განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების სამმხრივ შეხვედრას, მან აღნიშნა: “ ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პოზიციას, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას”. მისი თქმით, კონფლიქტები საქართველოსა და აზერბაიჯანში უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული საზღვრების გარგლებში.
“ საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს საქართველოს და აზრბაიჯანის ტერიტორიებზე არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით”, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

banner
წინა სტატიაშირატომ იწვის საქართველო?!
შემდეგი სტატია„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ პრეზიდენტმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა