რუსი ტანმოვარჯიშე შესაძლოა საქართველოს სახელით გამოვიდეს

სპორტულ ტანვარჯიშში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ალა სოსნიცკაია შესაძლოა მალე საქართველოს ნაკრებში ვიხილოთ.
ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტო ТАСС –ს განუცხადა საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტმა ბესო გამსახურდიამ.
ალა სოსნიცკაია ამჟამად რუსეთის ძირითადი ნაკრების წევრია. მისი საქართველოს ნაკრებში გადმოსვლის საკითხი საბოლოოდ გაირკვევა ოქტომბრის თვეში, როდესაც თბილისში გაიმართება ტანვარჯიშის მსხვილი საერთაშორისო ტურნირი.

banner
წინა სტატიაშიზაჰესის დასახლებაში ძლიერი ხაძარია
შემდეგი სტატიარატომ იწვის საქართველო?!