რატომ არ დამონტაჟდა გარეუბნებში საახალწლო განათებება?!-მერი კომენტარს არ აკეთებს

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია კომენტარს არ აკეთებს მოსახლეობის ნაწილის პრეტენზიებზე – რატომ არ მოხდა გარეუბნებში საახალწლო განათებების დამონტაჟება.
აღნიშნული შეკითხვით ნარმანიას “პალიტრანიუსმა” დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმართა.
“სხვა საკითხებზე არ ვაკეთებ კომენტარს. ამაზე უკვე გავაკეთე კომენტარი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
სოციალურ ქსელში მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ გარეუბნებში საახალწლო განათების მონტაჟი არ მომხდარა.
“ინტერპრესნიუსისთვის” თბილისის მერიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ილუმინაციებით არ მოირთვება როგორც დედაქალაქის გარეუბნების უმეტესი ნაწილი, ისე ზოგიერთი ცენტრალური ქუჩა. ოფიციალური ინფორმაციით, ილუმინაციებს, რომელიც საახალწლოდ გასულ წლებში გამოიყენებოდა, წელს რეკონსტრუქცია ჩაუტადა და ის მხოლოდ ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირზე, პეკინის ქუჩაზე, ფილარმონიის და ტელევიზიის მიმდებარედ კოსტავას გამზირზე, ვახუშტის ხიდზე, გლდანულის შესასვლელში, მუხიანში დუმბაძის ქუჩაზე, ნაძალადევში – გადასასვლელი ხიდიდან კინო “საქართველომდე”, ბუშის ქუჩაზე, ქეთევან წამებულის გამზირზე და შარტავას ქუჩაზე დამონტაჟდა. ასევე ილუმინაციები “ანგელოზები” დაიდგა მარჯანიშვილის მოედანზე.
რაც შეეხება წელს შეძენილ ილუმინაციებს, ახალი განათებებით მოირთო თბილისის ცენტრალური ნაწილი: რუსთაველის გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილის გამზირი, კოსტავას და თამარაშვილის ქუჩა და ავლაბრის აღმართი.

banner
წინა სტატიაში,,ევროკავშირის გარდა ჩვენს მოქალაქეებს საშუალება უნდა მიეცეთ ვიზების გარეშე იმოგზაურონ სხვა ქვეყნებში”
შემდეგი სტატიასაერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, წამების პრევენციაზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს