საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, წამების პრევენციაზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია

ბორჯომში 19-დან 20 დეკემბერის ჩათვლით საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მსჯელობის მთავარი თემა “წამების კვალიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები და პრევენციის მექანიზმების საერთაშორისო პრაქტიკაა”.
კონფერენციას დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თაჯდომარემ ეკა ბესელიამ გახსნა. დღესვე, პროექტის ფარგლებში მოხსენებით გამოვიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. სხდომას ესწრებოდნენ იუსტიციის და სასჯელაღსრულოების მინისტრების მოადგილეები, ასევე მთავარი პროკურორის მოადგილე.
შეხვედრის მონაწილეები თემაზე “წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური დანაშაულობების ანალიზი და ახალი საკანონმდებლო ინიციატივები” მსჯელობდნენ. კონფერენციას ესწრებოდა საერთაშორისო ექსპერტი, ფრაიფურგის მაქს ფლენკის სახელობის საზღვარგარეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი ჰანს-იორგ ალბრეხტი, რომელმაც დისკუსია გამართა თემაზე: “წამებისა და არაადამიანური მოპყრობასთან ბრძოლის საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაკტიკასთან”.
“კონფერენციის თემატიკა ძალიან მნიშვნელოვანია და აქტუალურია. ის ეხება 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემურ დანაშაულებათა ანალიზს და საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებას. დღეს გაკეთდა საინტერესო მიმოხილვა თუ როგორი მიდგომებია ევროპულ ქვეყნებში ამ პრობლემისადმი. ჩვენ ვიმსჯელეთ რა ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს კანონმდებლობაში, უფრო კონკრეტულად კი, ეს ეხება წამების დანაშაულებათა მუხლებში ახალი გარემოებების დამატებას,” – აცხადებს ბესელია.

banner
წინა სტატიაშირატომ არ დამონტაჟდა გარეუბნებში საახალწლო განათებება?!-მერი კომენტარს არ აკეთებს
შემდეგი სტატიაევროპის საკლუბო ჩემპიონატზე საგარეჯოს გუნდმა რუსები დაამარცხა