რატო არ მიდის 13 ივნისს დაზარალებულებთან კუთვნილი დახმარება?

“კურიერის”- ის ინფორმაციით, 13 ივნისს დაზარალებულებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება, საწყობებში ფუჭდება და ადრესატამდე არ მიდის.
ერთ–ერთი ასეთი საწყობი დიღომში მდებარეობს, სადაც დღეს პროდუქტს ახარისხებდნენ, თუმცა ამ დრომდე გაუგებარი დარჩა საიდან მიიღო მერიამ ეს დახმარება და როდის გადანაწილდება ის ადრესატებზე.
თბილისის მთავრობაში აცხადებენ, რომ წითელ ჯვართან ერთად დახმარება დაზარალებულებს ურიგდებათ. მერიის მიერ გაკეთებულ განცხადებას არ ადასატურებენ წითელ ჯვარში. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაზარალებულებისთვის დახმარება ჯერ არ მიუტანიათ.

თავად დაზარალებულები კი სრულიად საპრისპიროს აცხადებენ. ბოლოს პროდუქტი მათ მერიიდან სექტემბერში მიაწოდეს.

კიდევ ერთი გაუგებრობა თავად საწყობს უკავშირდება, რომელსაც თბილისის მერიის დაცვა იცავს და მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ეს ფართი მათ კომპანია ბელუქსმა დაუთმო, თუმცა ბელუქსი ამ საწყობთან რაიმე კავშირს უარყოფს.

წყარო: რუსთავი 2

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში ტერორიზმის საფრთხე უმაღლესი, მეოთხე დონიდან სამამდე შემცირდა
შემდეგი სტატიაპეტრე ცისკარიშვილი – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მახინჯი, მავნებელი პროგრამაა