იშვიათი შოტლანდიური ვისკის მესამედი გაყალბებული აღმოჩნდა

შოტლანდიური ვისკის მესამედზე მეტი, რომელიც ლაბორატორიაში გასინჯეს, გაყალბებული აღმოჩნდა. 55-დან 21 ბოთლში ფალსიფიცირებული სასმელი ესხა ან ნამდვილად ვისკი, მაგრამ იმაზე ახალგაზრდა, ვიდრე ეტიკეტზე ეწერა. საუბარია იშვიათ საკოლექციო ნიმუშებზე. ანალიზი შოტლანდიის უნივერსიტეტის ეკოლოგიის კვლევითი ცენტრში ჩატარდა. კვლევისთვის რადიოკარბონული მეთოდი გამოიყენეს. SUERC-ის მკვლევარები ყოველ ბოთლში ალკოჰოლის ნამდვილ ასაკს იკვლევდნენ. ანალიზის შედეგები კომპანია Rare Whisky 101 (RW101)-ს გადაეცა, რომელიც ვისკით ვაჭრობს. გასულ წელს კომპანიამ აღმოაჩინა, რომ შვეიცარიის ერთ-ერთ სასტუმროში ვისკი, რომლის 20 გრამში კლიენტმა 7600 ფუნტი გადაიხადა, ფალსიფიცირებული იყო. ჩინელი მილიონერი ფიქრობდა, რომ ის 1878 წლის ვისკიში იხდის ფულს, სინამდვილეში სასმელი 1970 წელს აღმოჩნდა ჩამოსხმული. თან, ის სერიულ გაყიდვაში იყო.

RW101 ესქპერტების შეფასებით, დღეის მონაცემებით, მეორად ბაზრებში და კერძო კოლექციებში დაახლოებით 51 მილიონი დოლარის ფალსიფიცირებული ვისკია – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ჩაჩავა-თამარ ჟვანიამ დაიმსახურა, იყოს ერთ-ერთი ცესკო-ს თავმჯდომარეობაზე წარდგენილ სამ კანდიდატს შორის
შემდეგი სტატია„რა უსაზღვროებაში არიან გადაჭრილები ეს რუპორ-მაამებლები“ – ნატო ჩხეიძე