რა სიბინძურითაც არ უნდა იმოქმედოთ ჩემს წინააღმდეგ, იცოდეთ არაფერი გამოგივათ – მაჩალიკაშილი

ანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ბოლო ორი დღეა ის მუქარისშემცველ გზავნილებს იღებს. მუქარის შესახებ განცხადება მაჩალიკაშვილმა ,,ფეისბუკის” გვერდზე გაავრცელა.

„წუხელ და დღეს მოლოცვაზე მეტი მომდის ან მუქარა ან სხვა მაგდაგვარი. რა სიბინძურითაც არ უნდა იმოქმედოთ ჩემს წინააღმდეგ, იცოდეთ არაფერი გამოგივათ, ტყუილად თქვენს ფანტაზიებს ნუ აყვებით და ნუ მწერთ, რომ მე „ნაციონალებს“ შევეკარი. მე იმ ადამიანებს ვემხრობი, არ აქვს მნიშვნელობა ის „ნაციონალია“ თუ ნებისმიერი პოლიტიკური თუ დამოუკიდებელი ადამიანი, მე ყველას დავუჭერ მხარს, ვინც კი იქნება ივანიშვილის წინააღმდეგ. მე არავინ არ მიყენებს და თუ ვინმე მიყენებს, ამის უფლებას მე ვაძლევ. იძახიან, ვახას რომ არ დაეჭირა სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის მხარი, ვიღაცები დაისჯებოდნენ, თუნდაც ის წყეული სპეცრაზმელი. როგორ? სამი-ოთხი წლით? არა ბატონებო, ეს ჩემთვის ძალიან ცოტაა, ზღვაში წვეთია, მე ძალიან ბევრს ვითხოვ და დარწმუნებული ვარ, ღმერთის ძალით მივაღწევ. ყველაფერს გავაკეთებ ამ სისტემის ნგრევისთვის და მჯერა ეს სულ მალე მოხდება.

მე ამ ბრძოლის დაწყების წინ განვაცხადე, რომ თუ დამჭირდა ეშმაკსაც შევეკვრები, თემირლანის სისხლი არავის შერჩება. ეს სისტემა დაინგრევა, უმცირესობაში აღმოჩნდებით ივანიშვილის მონები.

მე შვილი, მძინარე, თავის საწოლში მომიკლა სახელმწიფომ! ის ქუჩაში, ჩხუბში არ მოუკლავთ ან კრიმინალურ გარჩევებში, თუნდაც იარაღით ხელში. არ შეგრჩებათ!“, – წერს მაჩალიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბახტაძის საიდუმლო ვიზიტი ბრიუსელში – პრემიერი ზელენსკისთან შეხვედრას ცდილობს
შემდეგი სტატიადღის წესრიგში ვაყენებთ, რომ დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ნიშნით – ომბუდსმენი მოზარდების მკვლელობის საქმეზე