ბახტაძის საიდუმლო ვიზიტი ბრიუსელში – პრემიერი ზელენსკისთან შეხვედრას ცდილობს

გასაიდუმლოებული შეხვედრა ბრიუსელში – საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმ სასტუმროში მივიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი იმყოფება.

მამუკა ბახტაძე ბრიუსელში საიდუმლოდ ჩავიდა. იქ ასევე იმყოფება საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე.

„კურიერის“ კორესპონდენტი თამარ ნუცუბიძე ადგილზე უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის გადასაღებად და მის ჩასაწერად მივიდა. თუმცა კორტეჟის გადაღების დროს აღმოჩნდა, რომ ის არა ზელენსკის, არამედ საქართველოს პრემიერს მამუკა ბახტაძეს ეკუთვნოდა.

არის თუ არა ზელენსკის და ბახტაძის შეხვედრა დაგეგმილი, რომელზეც შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი განიხილონ უცნობია.

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე ამტკიცებს, რომ მამუკა ბახტაძე აღნიშნულ სასტუმროში შემთხვევით მოხვდა ზელენსკისთან ერთად და პრემიერს წინასწარი დაგეგმილი შეხვედრა არ აქვს.

„პრემიერი ჩამოვიდა, ჩამოვიდა იმიტომ, რომ ის მოწვეულია ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბრიუსელში. სასტუმროში არ იქნება მიღება, მიღება იქნება თავის ადგილას. არ არის ზელენსკისთან შეხვედრა დაგეგმილი. 4 ივნისია დრეს, ამერიკის ელჩი აწყობს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ მიღებას როგორც წესი იმართება 4 ივლისს. მაგრამ ამ შემთხვევაში იმართება 4 ივნისს. ბევრი სტუმარი ჰყავს დაპატიჟებული, მათშორის იყო მამუკა ბახტაძეც რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება ბოლო წუთას. იმიტომ რომ როგორც იცით მიემგზავრება მერე ამერიკაში. ამიტომ ბრიუსელით ვიწყებთ,“-განაცხადა ნატალია საბანაძემ.
წყარო:რუსთავი 2

banner
წინა სტატიაშითანამდებობის პირები ჩვენების მიცემის დროს იტყუებოდნენ და რა თქმა უნდა, მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს – მელიქიშვილი
შემდეგი სტატიარა სიბინძურითაც არ უნდა იმოქმედოთ ჩემს წინააღმდეგ, იცოდეთ არაფერი გამოგივათ – მაჩალიკაშილი