რა შეკითხვები დაუსვეს სუს-ში ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, მაკა ჩიხლაძის გამოკითხვა დასრულდა. ჩიხლაძის თქმით, სუს-ის კითხვები ეხებოდა იმას, თუ რამდენი ხანია იცნობს გიორგი გაბუნიას, როდის გაიგო, რომ მის წინააღმდეგ დაგეგმილი იყო დანაშაული და სხვა.

,,კონტრტერორისტული ცენტრის გამომძიებრლს კითხვები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ხანია ვიცნობ გიორგი გაბუნიას, როდის გავიგე, რომ მის წინააღმდეგ დაგეგმილი იყო დანაშაული. მისაუბრია თუ არა მასთან ამ საკითხზე, გარდა იმ საუბრისა, რაც რეპორტაჟში მოხვდა. კითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, საიდან მივიღე ეს ინფორმაცია, ვინ არიან წყაროები, დოკუმენტები არსებობს თუ არა ახლაც და ა.შ. ყველა კითხვაზე იყო პასუხი, რომ მიცავს 50-ე მუხლი და არ ვარ ვალდებული გავთქვა წყაროები“, – განაცხადა ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ.

ეროვნებით ინგუში, რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვი გიორგი გაბუნიას საქმეში ფიგურირებს.

ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ სიუჟეტი მოამზადა, სადაც გასაჯაროებული იყო ბოკოვის შესახებ სხვადასხვა დოკუმენტაცია, სწორედ ამ მასალებზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ პატიმრობაში მყოფი ბოკოვი სხვა პიროვნებაა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ოკუპაციის პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის მშვიდობიანი გზა და ის გადის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობაზე ამ პროცესებში
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს შეხვდა