რა საერთოა სკრიპალისა მოწამვლასა და კიმ ჩენ ინის ძმის მოკვლას შორის

ორმაგი აგენტის, რუსეთის უშიშროების ყოფილი თანამშრომლის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ბრიტანულ სოლსბერიში მოწამვლის შემდეგ ქვეყნის პრემიერმა 23 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებაზე გააკეთა განცხადება, მისმა მთავრობამ კი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართა.
მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს მომხდართან რაიმე ფორმით კავშირს. სავარაუდოდ, გამოძიებას თვეები დასჭირდება, თუმცა, ბრიტანეთის მთავრობამ პასუხისმგებლობა მოსკოვს დააკისრა – ის ღიად აცხადებს, რომ კრემლი სკრიპალების მოწამვლასთან პირდაპირ კავშირშია.

სოლსბერიში მომხდარზე ავტომატურად კიდევ ერთი მოწამვლის ფაქტი ხდება აქტუალური – ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ძმის კიმ ჩენ ნამას კუალა-ლამპუას აეროპორტში მოწამვლა, რომელიც 2017 წლის 13 თებერვალს მოხდა. დანაშაული ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს.
კიმ ჩენ ნამის შემთხვევაში შემსრულებლები ორი ღარიბი ახალგაზრდა ქალი იყო – ისინი პატარა ქალაქების ბარებში მუშაობდნენ. მათ ბრალი დასდეს კიმ ჩენ ნამის სახეზე სასიკვდილოდ საშიში ნერვულ-პარალიტიკური საწამლავის VX-ს შეყრაში. ქალებს, თითქოს უთხრეს, რომ ისინი გათამაშებაში ღებულობენ მონაწილეობას.
მათი საქმის სასამართლო პროცესი გასულ წელს დაიწყო და სავარაუდოს, კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება.

ამასთანავე, ჩრდილოეთ კორეის არა ნაკლებ 5 მოქალაქეა მკვლელობაში ეჭვმიტანილი – ყველა მათგანი თავისუფლებაზეა. მათგან უფროსი ლი ჩე ნამი ცნობილია, როგორც ჩრდილოეთკორეელი დაზვერვის აგენტი. მალაიზიის ხელისუფლება მკვლელობაში ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობას არ განიხილავს, განცხადებაც, რომ ჩრდილოეთ კორეა შესაძლებელია მკვლელობის ორგანიზატორი იყოს, ერთადერთხელ გააკეთეს.

მალაიზიის სამართალდამცველები მომხდარმა, სავარაუდოდ, საგონებელში ჩააგდო. კიმ ჩენ ნამუ, მას შემდეგ, რაც სახეში ნივთიერება შეაყარეს, ცუდად გახდა და აეროპორტის სამედიცინო პუნქტს მიმართა, სადაც 20 წუთში გარდაიცვალა კიდეც. დაცვამ, რომელიც მას ახლდა, თქვა, რომ მისი თანმხლები პირი სამხრეთ კორეიდან არის, იმის მიუხედავად, რომ მას ჩრდილოეთ კორეის გაყალბებული დიპლომატიური პასპორტი თან ჰქონდა, რომელიც კიმ ჩოლის სახელზე იყო გაფორმებული.
ამ შეცდომამ პოლიციელები დააბნია – მათ გარდაცვლილში ამოიცნეს კიმ ჩენ ინი სუმცროსი ძმა, ამიტომ აეროპორტში დამდგარი სიკვდილის გამოძიება დაიწყეს როგორც შეკვეთილი მკვლელობა. პოლიციელებმა მხოლოდ რამდენიმე დღეში დაადგინეს, რომ ნამი მსოფლიოში ერთ-ერთი ძალიან ძლიერმოქმედი საწამლავით მოკლეს – საწარმალავს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში აწარმოებენ.

კიმ ჩენ ნამის სიკვდილიდან ორ დღეში მალაიზიაში ორი ახალგაზრდა ქალი დააკავეს – 18 წლის ვიეტნამის მოქალაქე და 25 წლის ინდონეზიელი, ასევე, პოლიციამ ძებმნა გამოაცხადა ჩრდილოეთ კორეის ოთხ მოქალაქეზე.
ეჭვმიტანილებმა ქვეყანა მკვლელობის დღეს დატოვეს, მალაიზიამ ინტერპოლს მიმართა და მათზე “წითელი ცორკულარით” დაიწყო ძებნა.
კიდევ სამმა ეჭვმიტანილმა ჩრდილოეთ კორეას შეაფარა თავი. დააკავეს ჩრდილოეთკორეის მოქალაქე, რომელმაც ზევით აღნიშნული ორი ახალგაზრდა ქალი აეროპორტში მანქანით მიიყვანა.

პარალელურად ჩრდილოეთ კორეის მთავრობა მალაიზიის მთავრობას აკრიტიკებს და მას სამხრეთ კორეასთან ერთად შეთქმულებაში სდებს ბრალს – ფხენიანი იმით იყო უკმაყოფილო, რომ მალაიზიამ მათ ცხედარი არ გადასცა. 24 თებერვალს მალაიზიის მთავრობამ კიმ ჩენ მანის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა, ამის შემდეგ, 8 მარტს მალაიზიამ ფხენიანი მკვლელობაში დაადანაშაულია, ფხენიანმა თავის მხრივ ყველა მალაიზიელს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება აუკრძალა.

ამ და საქმეში სხვადასხვა გარემოებების გამოჩნის მიუხედავად, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ჩრდილოეთ კორეის შესაძლო ინტერესზე მკვლელობის საქმეში, მალაიზიის მთავრობა მკვლელობის გამოძიებას აგრძელებს ამ ვერსიის, ანუ, კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობის ორგანიზატორად ფხენიანის მონაწილეობის გარეშე.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარი დაიკეტება
შემდეგი სტატიასანდრო შელია გუდაურში მომხდარი შემთხვევის გამო დაკითხვაზე დაიბარეს?