„რა გენერლად გამოგიყვანია ეს გოგაშვილი, მაგის „ნასედკა” დედაც” – სკანდალური აუდიოჩანაწერი

“ქრონიკა +-ის წყაროს ინფორმაციით სუსის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი “კუდის”აგენტი იყო და საკუთარმა მეზობელმა გოგიტა პაპაშვილმა გადაიბირა 2007 წელს. სოსო გოგაშვილი ეროვნულ სარწმუნოებრივ მოძრაობაში აქტიურად იყო ჩართული და პარალელურად “კუდის” მოთხოვნით იყო მეუფე იობის სტიქაროსანი. პოლიტპატიმარმა დავით შუკაკიძემ ეს ინფორმაცია “ქრონიკა +”-ს არა მარტო დაუდასტურა, არამედ დეტალურად მოყვა როგორ მოხდა მათი დაკავება სოსო გოგაშვილის დახმარებით. ამ ინტერვიუს გამოქვეყნების მერე დავით შუკაკიძეს ავსტრიიდან ჯემალ გუნდიაშვილი დაუკაშირდა .სატელეფონო საუბარში მან შუკაკიძეს ფაქტობრივად დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ რომ გოგაშვილი ნამდვილად ჩანერგილი იყო ეროვნულ სარწმუნოებრივ მოძრაობაში.

გთავაზობს ამ სატელეფონო საუბრის ფრაგმენტს, მსმენელს ბოდიშს ვუხდით უცენზურო გამონათქვამების გამო.

ქრონიკა+”-მა აღნიშნული აუდიომასალა 2017 წლის 17 სექტემებერს გამოაქვეყნა. რამდენიმე საათის წინ კი  ”ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერს დავით შუკაკიძეს თავს დაესხნენ.   გავრცელებული ინფორმაციით,  შუკაკიძეს თავს ორი პირი დაესხა, რომლებიც ნიღბებით იყვნენ და შეიარაღებულები გახლდნენ. მას  ბლაგვი იარაღით გაუსწორდნენ.  როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

დავით შუკაკიძე თავდასხმას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. ჩვენ არაფერს არ ვამტკიცებთ. მხოლოდ ფაქტების კონსტანტაციით შემოვიფარგლებით…

https://youtu.be/DCKjWMTvT4o

banner
წინა სტატიაში(video) ნინო გოგუაძე: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების იზოლირება რუსული აგრესიული პოლიტიკის მთავარი მახასიათებელია
შემდეგი სტატიაგიორგი ჭანტურია: ვიღაც ალაგებს და ხდება მტკიცებულებების ფალსიფიცირება