გიორგი ჭანტურია: ვიღაც ალაგებს და ხდება მტკიცებულებების ფალსიფიცირება

რუსთავის ბაზრობის ერთ-ერთი მოწილე გიორგი ჭანტურია აცხადებს, რომ მას მოკლულ ბიზნესმენთან, სამსონ ქუთათელაძესთან დაპირისპირება არ ჰქონია.

როგორც მან გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, მიმდინარე მოვლენები ვიღაცის ინტერესებში შედის და შესაბამისად, მტკიცებულებების ფალსიფიცირება ხდება.

“დაპირისირება არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, დღეს გავრცელებულ ინფორმაციას რაც შეეხება, დავით ბლუაშვილი აცხადებს, რომ მას ჩვენი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. დათო ბლუაშვილი გამოკითხულია მეორე დღეს და იქ ერთი სიტყვაც არ აქვს ნათქვამი იმის შესახებ, რომ ჩვენ შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. გასულია პრაქტიკულად 8 დღე. ეს ჩემთვის მიუთითებს იმაზე, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ ის პირდაპირ მიიყვანეს დასაკითხად. შესაბამისად, ეს ყველაფერი გავს იმას, რომ ამ ყველაფერს ერთი კაცი თუ ჯგუფი, ვიღაც ალაგებს და ხდება მტკიცებულებების ფალსიფიცირება. დაპირისპირების შესახებ უზიელ ნონი თავის პირველ ჩვენებაში ამბობს, თუმცა ახლა საერთოდ უარყოფს.

ვინ არის დაინტერესებული, ამის თქმა ძალიან გამიჭირდება, მაგრამ პრაქტიკულად მოხდება ის, რომ ეს საქმე თუ ჩემსკენ წამოიყვანეს და მეც მომაშორეს იქაურობას, ვიღაცას გარკვეული ინტერესები შეიძლება ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით. არც ამას არ გამოვრიცხავ. სამსონ ქუთათელაძესთან, ჩვეულებრივი, კარგი ურთიერთობა მქონდა”,-აცხადებს ჭანტურია.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ყოფილი დეპუტატი, გენერალი სამსონ (სოსო) ქუთათელაძე რუსთავში მოკლული იპოვეს. როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლებითაა აღძრული.

მოგვიანებით, რუსთავის ბაზრობის ერთ-ერთი მოწილე გიორგი ჭანტურია გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დააკავეს და 40-საათიანი დაკავების შემდეგ, ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაში„რა გენერლად გამოგიყვანია ეს გოგაშვილი, მაგის „ნასედკა” დედაც” – სკანდალური აუდიოჩანაწერი
შემდეგი სტატიაგიორგი ჭანტურია: გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის აღიარებას შს მინისტრის მოადგილე პრადად სთხოვდა