ავღანეთში დაღუპული მეომრების უკდავსაყოფად სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა

15 თებერვალს, საბჭოთა ჯარების ავღანეთის რესპუბლიკიდან გამოყვანის 27-ე წლისთავი აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი და თანამშრომლები დაესწრნენ. ავღანეთში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად ბათუმში მემორიალის გახსნას ჩაეყარა საფუძველი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეებმა მიხეილ ხომერიკმა და ზაზა მესხმა თბილისში თემქაზე, ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავღანეთში დაღუპულ მეომართა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

banner
წინა სტატიაშირა გახდა 150 ათასი პინგვის დაღუპვის მიზეზი
შემდეგი სტატიასასწრაფოდ: ავიადარტყმები სირიის საავადმყოფოებზე