ქვემო ქართლისა და სამეგრელოს შემდეგ ეროვნული არქივი იმერეთში აშენდება

news
ავტ.: news ივლისი 11, 2016 12:10

ქვემო ქართლისა და სამეგრელოს შემდეგ ეროვნული არქივი იმერეთში აშენდება

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქუთაისში ცენტრალური არქივის მშენებლობა დაათვალიერა. წულუკიანი ადგილზე გაეცნო პროცესის მიმდინარეობას.

ახალ საცავებში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წერილობითი დოკუმენტების ფონდების 900 000-მდე საქმე განთავსდება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული. არქივის ახალ შენობაში იქნება საგამოფენო სივრცე და მკვლევართა დარბაზი.

მინისტრის განცხადებით, ქვემო ქართლის და სამეგრელოს შემდეგ ეროვნული არქივი იმერეთში აშენდება, სადაც შეინახება იმერეთის დოკუმენტური მეხსიერება. არქივის მშენებლობა მომავალი წლისთვის დასრულდება.

ქუთაისის ცენტრალური არქივი იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შენდება. მშენებლობა 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. მისი საერთო ფართი 4030კვ მეტრია.

news
ავტ.: news ივლისი 11, 2016 12:10

Google სტატისტიკა


3,619
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics