,,ცენტრ პოინტისა” და რჩეულიშვილების საქმეზე კომენტარს აკეთებს იუსტიციის მინისტრი.
თეა წულუკიანი ამ პროცესებში პოლიტიკურ ნიშნებს ვერ ხედავს. მინისტრი განმარტავს, რომ ამ საქმეს არ იცნობს და ამბავი მედიის საშუალებით შეიტყო.
“ყველანაირი სისხლის სამართლის საქმე ვერ იქნება პოლიტიკური დევნის ნიმუში, როგორც ამას ოპონენტები აცხადებენ,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც ცნობილია, გუკა და მაია რჩეულიშვილები პრკურატურაში არიან დაბარებული. უკვე დაკავებულია ცენტრ პოინტის ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი. მათ ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. გუკა რჩეულიშვილის საქმე, სავარუდოდ მისი ცენტრ პოინტის დირექტორობის პერიოდს უკავშირდება.