“ქვეყნის ფაქტიური მმართველი, ყველაფერს აკეთებს კანონის გვერდის ავლით, რომ თავისი სურვილები აისრულოს“

ზურაბ ჟვანიას ვაჟმა გიორგი ბარამიძე სცემა

ბოტანიკური ბაღის საკითხზე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში.

ვიცესპიკერ მანანა კობახიძეს მიაჩნია, რომ მერიამ დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საკრებულოს და საზოგადოებას.

კობახიძე გამოხატვის თავისუფლებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ აქციები კანონის ფარგლებში უნდა გაიმართოს, ხოლო შესაძლო გადაცდომებზე სასამართლომ იმსჯელოს.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ბოტანიკური ბაღის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ბარბაროსობად აფასებენ, დეპუტატი გია ბარამიძე ფიქრობს, რომ ფაქტიური მმართველი კანონის გვერდის ავლით მოქმედებს.

ქვეყნის ფაქტიური მმართველი, ეს არის კატასტროფა, ყველაფერს აკეთებს კანონის გვერდის ავლით, რომ უბრალოდ თავისი სურვილები აისრულოს,“ – განაცხადა გია ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაში„გერმანულ მოდელს ის განსხვავებული შინაარსი აქვს, რომ კონსტიტუციის ჩანაწერს ეწინააღმდეგება”
შემდეგი სტატია„9 მაისი არის კაცობრიობის უდიდესი გამარჯვება ბოროტებაზე”- გიორგი მარგველაშვილი