„9 მაისი არის კაცობრიობის უდიდესი გამარჯვება ბოროტებაზე”- გიორგი მარგველაშვილი

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკვშირებით ცოტა ხნის წინ ვაკის პარკში საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა. გიორგი მარგველაშვილმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

„9 მაისი არის კაცობრიობის უდიდესი გამარჯვება ბოროტებაზე. ჩვენ შეგვიძლია ქართველებმა, რაოდენობით პატარა ერმა, ამაყად ვთქვათ, რომ ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი სწორედ ქართველებმა და საქართველომ შეიტანა,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა, ვახტანგ კაპანაძემ ვეტერანებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

„მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო ვალშია ქართველებთან, რადგან ჩვენ გავეცით საუკეთესო, რაც კი შეგვეძლო ამ გამარჯვებისთვის,“- განაცხადა კაპანაძემ.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ვაკის პარკში დილიდან არიან შეკრებილები. ვაკის პარკში მისვლას პრემიერმინისტრიც გეგმავს.

banner
წინა სტატიაში“ქვეყნის ფაქტიური მმართველი, ყველაფერს აკეთებს კანონის გვერდის ავლით, რომ თავისი სურვილები აისრულოს“
შემდეგი სტატია“ნაბიჯები იდგმება, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ვიზალიბერალიზაცია“