„გერმანულ მოდელს ის განსხვავებული შინაარსი აქვს, რომ კონსტიტუციის ჩანაწერს ეწინააღმდეგება”

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ საარჩევნო სისტემის არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილი ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერს ეწინააღმდეგება.

ეკა ბესელიას თქმით, ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ვერ მიიღებენ.

„გერმანულ მოდელს აქვს ის განსხვავებული შინაარსი, რომ საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერს, რომელიც არჩევნების ჩატარების წესს და ზოგადად, სისტემას განსაზღვრავს, ეწინააღმდეგება. ჩვენ ვერც დარჩენილ დროში და ვერც სხვა ეტაპზე, ვერ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

მიმდინარე სასესიო კვირას დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და კენჭისყრის პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნის შემთხვევაში, ამავე სასესიო კვირაში, პარლამენტი უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებზე დაიწყებს მსჯელობას.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ევროსაბჭოსთან 4 წლიან სამოქმედო გეგმაზე იწყებს მუშაობას – მიხეილ ჯანელიძე
შემდეგი სტატია“ქვეყნის ფაქტიური მმართველი, ყველაფერს აკეთებს კანონის გვერდის ავლით, რომ თავისი სურვილები აისრულოს“