“ქვეყანაში არის კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტი, რომელთა წყაროს დადგენაზე მუშაობა გრძელდება”

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყანაში არის კორონავირუსით ინფიცირებული 7-8 პაციენტი, რომელთა წყაროს დადგენაზე მუშაობა გრძელდება.

„წყაროს დავადგენთ თუ ვერ დავადგენთ, ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, ვირუსი არის ჩვენ გარშემო და ეს სადავო თემა არ არის. შესაბამისად, ის გამაფრთხილებელი ზომები, რაზეც სულ ვსაუბრობთ – გამოვიყენოთ პირბადე, დავიცვათ ფიზიკური დისტანცირება და მოვერიდოთ დიდი დაბადების დღეების, ქორწილების, მსგავსი ტიპის ღონისძიებების აღნიშვნას, ძალაში რჩება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ გავრცელების ნელი ტემპი, ვირუსი არ გავრცელდეს სწრაფად და პიკურად. ბუნებრივია, ეს რისკი არსებობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიდედა, რომელმაც პარკში ახალშობილი მიატოვა, დაკავებულია
შემდეგი სტატიათამარ გაბუნია – „პლაქვენილის“ გამოყენება კვლევის ფარგლებში დაშვებულია