თამარ გაბუნია – „პლაქვენილის“ გამოყენება კვლევის ფარგლებში დაშვებულია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მედიკამენტ „პლაქვენილთან“ დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო და დღესაც ასე გრძელდება.

„ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ კლინიკურ კვლევებში „პლაქვენილის“ ეფექტურობა მასთან დაკავშირებულ რისკებთან შედარებით არ დადასტურდა და არ იქნა მიღებული ისეთი მონაცემები, რომელიც იტყოდა, რომ „პლაქვენილს“ აქვს დადებითი ეფექტი მდგომარეობის შემსუბუქების, გადარჩენის მაჩვენებლის გაუმჯობესების ან დაავადების მიმდინარეობის შემოკლების კუთხით.

ამიტომ, იმის გამო, რომ რისკი არის მაღალი, ასევე ამერიკის წამლის სააგენტოს დასკვნაში წერია – მათთვის გახდა ცნობილი, რომ ბევრი პაციენტი იყენებდა „პლაქვენილს“ ამბოლატორიულ პირობებში, სადაც პრაქტიკულად არ არსებობს გვერდითი მოვლენების მონიტორინგის და კონტროლის შესაძლებლობა, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეაჩერონ „პლაქვენილის“ გამოყენება გარდა იმ შემთხვევებისა, თუ „პლაქვენილის“ გამოყენება ხდება კვლევის პირობებში“,- განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით,„პლაქვენილის“ გამოყენება დასაშვებია კვლევის პირობებში და ვინაიდან საქართველო სოლიდარობის კვლევის მონაწილეა, პაციენტები კვლევის ფარგლებში აღნიშნულ მედიკამენტს იღებენ, მაგრამ გვერდითი მოვლენების კუთხით მკაცრი მონიტორინგით.

„ჩვენს შემთხვევაში ასეა, ჩვენ ვართ სოლიდარობის კვლევის ნაწილი. სოლიდარობის კვლევაში დაბრუნდა ისევ „პლაქვენილი“, შესაბამისად, პაციენტები იღებენ დღეს „პლაქვენილს“ კვლევის ფარგლებში, მათზე ხდება ძალიან მკაცრი მონიტორინგი გვერდითი მოვლენების კუთხით. აშშ-სგან განსხვავებით, ჩვენთან ჯერჯერობით მხოლოდ ერთი შემთხვავა იყო, როცა პაციენტმა ბინაზე იმკურნალა, სხვა ყველა დანარჩენი მკურნალობს ჰოსპიტალში, სადაც არის გვერდით მოვლენებზე მონიტორინგის შესაძლებლობა.

კვლევები მიმდინარეობს და ჯერჯერობით ცალსახად რაიმე დასკვნის გაკეთება, რომ „პლაქვენილი“ ან რომელიმე სხვა მედიკამენტი, იგივე „რემდესივირი“… ჯერჯერობით ვერ დადასტურდა თვალსაჩინო შედეგი კორონავირუსთან მიმართებაში, მაგრამ კვლევები მაინც გრძელდება და უნდა დაველოდოთ სარწმუნო შედეგებს“,- განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაში“ქვეყანაში არის კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტი, რომელთა წყაროს დადგენაზე მუშაობა გრძელდება”
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაქსიმალური ასაკი 90 წელია, ხოლო მინიმალური – ცხრა თვე