“ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, მას მართავს პირი, რომელიც მხოლოდ თავის ინტერესებს პატრონობს,”

news
ავტ.: news თებერვალი 3, 2016 20:33 განახლებულია

“ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, მას მართავს პირი, რომელიც მხოლოდ თავის ინტერესებს პატრონობს,”

მნიშვნელოვანი

  • "დღეს ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, მას მართავს პირი, რომელიც მხოლოდ თავის ინტერესებს პატრონობს," - ამის შესახებ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სხვა სტატიები

“დღეს ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, მას მართავს პირი, რომელიც მხოლოდ თავის ინტერესებს პატრონობს,” – ამის შესახებ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც გიორგი გაბაშვილმა აღნიშნა, ქვეყანას დღეს არაუფლებამოსილი პირი – ბიძინა ივანიშვილი მართავს თავისი პირადი მთავრობით. გაბაშვილის თქმით, ზუსტად იმ დროს, როცა პრეზიდენტი თავის სიტყვას წარმოთქვამდა, ციხისძირში ასწლოვან ხეებს ბულდოზერებით გლეჯდნენ და ივანიშვილის ეზოში გადაჰქონდათ, რადგან “მას ძალიან უყვარს გიგანტური ხეები.”

„დარწმუნებული ვარ საქართველოს პრეზიდენტს არ ჰქონია განზრახვა ყოფილიყო ცინიკური, მაგრამ ზოგჯერ არის ვითარება, რომ არა სიტყვებია ცინიკური, არამედ ვითარება, რომელშიც არის ეს სიტყვები ნათქვამი, თავად ამ სიტყვებს ცინიზმად აქცევს. საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლა არისტოტელეთი დაიწყო, ბრაძანა, რომ თავისუფალია ქვეყანა, რომელშიც კანონები ბატონობენ და არა ინდივიდები. არისტოტელე ამბობდა, რომ თავისუფალი იქნება ქვეყანა, რომელშიც ბატონობს კანონი და არა მოქალაქე და ჩვენს ქვეყანას არისტოტელეს მიდგომა მოქალაქე უფრო კარგად უდგება, ვიდრე ინდივიდი. იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ვიცით რეალურად ვინც მართავს. ამ ქვეყანას მართავს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ჰყავს პირადი მთავრობა, რომელიც დაკომპლექტებულია მისი პირადი თანამშრომლებით, რომლის ძალოვანები არის მისი პირადი დაცვის ხელში. შესაბამისად, ყველაფერი დანარჩენი, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, გამორიცხავს იმ მთავარს, რაც თავშივე ნათქვამი იყო – რომ თავისუფალი ვერ იქნება ქვეყანა, რომელსაც მართავს არა კანონი, არამედ მართავს ერთი ადამიანის ნება-სურვილი და ახირებები,” – განაცხადა გაბაშვილმა.

news
ავტ.: news თებერვალი 3, 2016 20:33 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics