“იმ ბრალით, რის გამოც გიგი უგულავა ციხეში ზის, ყველა რაიონის გამგებელი დასაპატიმრებელი გყავთ,”

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარების თავმჯდომარემ, აკაკი ბობოხიძემ, შერჩევით სამართალზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ გიგი უგულავას საქმე შერჩევითი სამართლის მაგალითია.

„შერჩევითი სამართალი გიგი უგულავასთან დაკავშირებით თუნდაც მხოლოდ იმიტომაა, რომ ის ბრალი, რის გამოც გიგი უგულავა დღეს ციხეში ზის, მაგ ბრალით დღეს დასაპატიმრებელი გყავთ აბსოლუტურად ყველა რაიონის ყველა გამგებელი, იმიტომ, რომ თქვენი ქართული ოცნების ათასობით უსაქმური სახელმწიფო სამსახურში გყავთ დასაქმებული და ტყუილად უხდით ხელფასს, სამსახურებში სკამებისა და ოთახების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იმ ადამიანებისა, რომლებიც არის გაფორმებული სამსახურებში,“- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაში“ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, მას მართავს პირი, რომელიც მხოლოდ თავის ინტერესებს პატრონობს,”
შემდეგი სტატია“სასიამოვნოა, რომ არამხოლოდ ქალბატონები, არამედ ბატონებიც მიჭერენ მხარს”