ქვეყანა გიორგი ვაშაძისნაირ პოლიტიკოსებს უნდა მოეპოტინოს და გაუფრთხილდეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 17, 2019 15:53

ქვეყანა გიორგი ვაშაძისნაირ პოლიტიკოსებს უნდა მოეპოტინოს და გაუფრთხილდეს

გიორგი ვაშაძე ძალიან ძლიერი და მოწესრიგებული პოლიტიკოსია,- ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველოს“ რიგგარეშე ყრილობაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალ საქართველოს ზუსტად გიორგი ვაშაძისნაირი პოლიტიკოსი სჭირდება.

„ისედაც ველოდები ხოლმე ამ პოლიტიკოსის გამოსვლას, ძალიან ძლიერი პოლიტიკოსია. ხედავთ, რომ მოწესრიგებული ყრილობაა და სწორედ ასეთია ეს პოლიტიკოსი. ზუსტად ეს სჭირდება ახალ საქართველოს. გაერთიანების დროა, როგორც არასდროს, ქვეყანა არის კრიზისში და ვფიქრობ, აქ მყოფი ყველა პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ახლა გაერთიანებული საქართველოს დროა. ეს არის პირობა ყველასთვის, კოალიციური მთავრობა უნდა მოვიდეს. აქ რომ შემოვედი, გადავხედე პოლიტიკურ სპექტრს და პირველი ვინც შემხვდა, იყო გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, მამუკა გამყრელიძე. რა თქმა უნდა, სწორედ ამათ იციან საქმე და არა იმ უსუსურებმა, ვინც პარლამენტში სხედან. იუსტიციის სახლის აღმშენებლობა პირდაპირ უკავშირდება გიორგი ვაშაძეს და შესაბამისად, თითოეულ ასეთ პოლიტიკოსს უნდა მოეპოტინოს და გაუფრთხილდეს ქვეყანა“,-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველო“ სასტუმრო „ბილტმორში“ რიგგარეშე ყრილობას მართავს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 17, 2019 15:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,098
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics