ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე მამაკაცი მოკლული იპოვეს

მკვლელობა მოხდა ქუთაისში. საფიჩხიის სასაფლაოს ტერიტორიაზე, დიდების მემორიალთან მამაკაცი მოკლული იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. მკვლელობა სავარაუდოდ წუხელ მოხდა, თუმცა მამაკაცის ცხედარი დღეს დილით აღმოაჩინეს.

როგორც “თაიმერს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2 პირი
შემდეგი სტატიაინდონეზიაში ცუნამის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა