შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების
სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის
შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი – 1998 წელს დაბადებული ა.კ. და 1995
წელს დაბადებული გ.ს. ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ.-მ დღეს, გამთენიისას, ალ. დიუმას ქუჩაზე,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ცივი იარაღით
სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ
პირთან ერთად მიიმალა. ვ.ს. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით
მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის
ბრალდებით, მომხდარი მკვლელობის დროს ა.კ.-ს თანმხლები პირი – 1995
დაბადებული გ.ს. დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით
ინფორმაციას ფლობდა, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცავებს არ
შეატყობინა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე,
საქართველოს სსკ-ს 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიქართველმა პატრულ-ინსპექტორებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის კურსი გაიარეს
შემდეგი სტატიაქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე მამაკაცი მოკლული იპოვეს