ინდონეზიაში ცუნამის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

ინდონეზიაში ცუნამის შედეგად, რომელიც 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრამ გამოიწვია, 800 ადამიანი გარდაიცვალა. სამმეტრიანი ტალღები ქალაქ პალუს დაატყდა თავს, რომელიც სულავესის პროვინციაში მდებარეობს. წითელი ჯვარის შეფასებით, უბედურების ზონაში, შესაძლებელია, 1,6 მილიონი ადამიანი იმყოფებოდეს. მიწისქვეშა ბიძგები ისევ იგრძნობა ქალაქში. დანგრეულია ათასობით შენობა, მათ შორის, საავადმყოფოები, სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები. მაშველები ინტენსიურად მუშაობენ და დაკარგულებს შენობების ნანგრევებში ეძებენ. ღია ცის ქვეშ დარჩენილებს არა აქვთ სასმელი წყალი და საჭმელი. დაკარგულია ათასამდე ადამიანი – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე მამაკაცი მოკლული იპოვეს
შემდეგი სტატიააპენდიციტის მკურნალობა ანტიბიოტიკებით შესაძლებელია