ქუთაისში, პურის საცხობში, მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.