გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში ცალმხრივად განხორციელდება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობის კონტროლი საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო მარჯანიშვილის ქუჩაზე დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაქუთაისში, პურის საცხობში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს