შემზარავი ფაქტი თბილისში-მამა სავარაუდოდ მცირეწლოვან ბიჭზე სექსუალურად ძალადობდა

news
ავტ.: news ნოემბერი 19, 2016 13:03

შემზარავი ფაქტი თბილისში-მამა სავარაუდოდ მცირეწლოვან ბიჭზე სექსუალურად ძალადობდა

შემზარავი ფაქტი თბილისში-გავრცელებული ინფორმაციით, მამა სავარაუდოდ მცირეწლოვან ბიჭზე სექსუალურად ძალადობდა. ინფორმაციას, ტელეკომპანია “იბერია” ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ფაქტის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს სკოლის დირექტორმა აცნობა, სწორედ მან მიიყვანა მუხიანის პოლიციაში მცირეწლოვანი ბავშვი და ბებია.
სკოლის დირექტორი სატელევიზიო კომენტარზე უარს აცხადებს, სატელეფონო საუბრისას კი ამბობს, რომ მომხდარის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, ბავშვთან ამ დროისთვის ფსიქოლოგები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. უწყებაში მცირეწლოვან ბავშვზე სექსუალური ძალადობის ფაქტს არ ადასტურებენ.

news
ავტ.: news ნოემბერი 19, 2016 13:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,892
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics