ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსისგან კიდევ 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში დღეს კორონავირუსი 20-მა პაციენტმა დაამარცხა. გამოჯანმრთელებულებმა კლინიკა უკვე დატოვეს. გამოჯანმრთელებულებს შორის არიან ბავშვები და ორსულები.

კლინიკაში დადასტურებული კოვიდინფექციით მკურნალობას 74 პაციენტი განაგრძობს, მათ შორის 10 ბავშვი და ცხრა ორსულია.

კოვიდცენტრში ჯამში ახალი კორონავირუსული ინფექცია 120-მა პაციენტმა დაამარცხა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი : ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია, შემიძლია, ნებისმიერ დროს მივაწოდო პროკურორს