ქუთაისში ხანძრის შედეგად 87 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

xanzariქუთაისში ხანძრის შედეგად 87 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ცეცხლი ავტოქარხნის დასახლებაში ხუთ სართულიან საცხოვრებელი კორპუსის ერთ–ერთ სართულზე გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, მეზობლებმა მამაკაცის სახლში ხანძარი ერთი საათის წინ შენიშნეს და სახანძრო–სამაშვლო სამსახური გამოიძახეს, თუმცა მოხუცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე ხუთი სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა და ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთელს ტერიტორიაზე საპოლიციო კონტროლი ხორციელდება
შემდეგი სტატიავოლგოგრადში მშენებარე სტადიონის კონსტრუქცია ჩამოინგრა