გელათის მონასტერთან სატვირთო ავტომობილი სამარშრუტო მიკროავტობუსს შეეჯახა. მიკროავტობუსში სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ, რომლებიც ზესტაფონიდან გელათის მონასტერში ექსკურსიაზე იყვნენ. დაშავდა 3 ბავშვი, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.