“პარლამენტის თავმჯდომარეს არასწორ ინფორმაციას აწვდიან აბსოლუტურად არასწორი აქცენტებით”- აბაშიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯრომარეს ირაკლი კობახიძეს პასუხობს და აღნიშნავს, რომ მას არასწორ ინფორმაციას აწვდიან და ეს პირველი შემთხვევა არ არის.

„სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს აწვდიანად არასწორ ინფორმაციას, აბსოლუტურად არასწორი აქცენტებით. კამპანიის „კონსტიტუცია ყველასიას“ ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის გუნდი მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს შეხვედრებს, პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან. ეს შეხვედრები არის უპრეცედენტოთ გამჭირვალე, რომელშიც ჩართული არის სრულიად ქართული მედია. ჩვენ როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს ისე საპარლამენტო უმრავლესობას არაერთხელ შევთავაზეთ ამ შეხვედრებში მონაწილეობა. მინდა, რომ ეს შეთავაზება იყოს ძალაში“- განაცხადა აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“წარმატებებს ვუსურვებ… მაინცდამაინც დიდი მოლოდინი არ მაქვს”- კობახიძე უსუფაშილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე
შემდეგი სტატიაქუთაისში ავარიის შედეგად ბავშვები დაშავდნენ