ქუთაისში, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გზა რამდენიმე წუთით გადაკეტეს

ქუთაისში, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გზა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გოგი წულაიამ მომხრეებთან ერთად გაზის ტარიფის გაზრდა გააპროტესტა. აქციის მონაწილეებს გზის ხანგრძლივად გადაკეტვის შესაძლებლობა საპატრული პოლიციამ არ მისცა.
გზის გადაკეტვამდე პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს ხელისუფლებას გადახედოს გადაწყვეტილებას გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით, ასევე არ მიიღონ გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე, რაც მათი განცხადებით, მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე – ეს ვეტო არის არა გაყოფის, არამედ თანხმობის ვეტო
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე ანა დოლიძეს – ვეტოს გაზიარების შემთხვევაში იტყვით თუ არა, რომ საქართველოს ექნება კარგი კონსტიტუცია?!