მამუკა მდინარაძე ანა დოლიძეს – ვეტოს გაზიარების შემთხვევაში იტყვით თუ არა, რომ საქართველოს ექნება კარგი კონსტიტუცია?!

ვეტოს გაზიარების შემთხვევაში იტყვით თუ არა, რომ თქვენი აზრით, საქართველოს ექნება კარგი კონსტიტუცია?!- აღნიშნული შეკითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ, მდინარაძემ ანა დოლიძეს რამდენიმე შეკითხვით მიმართა.

დეპუტატის თქმით, ანა დოლიძემ მოტივირებული შენიშვნების წარდგენისას მხოლოდ პოლიტიკურ ასპექტებზე ისაუბრა და შენიშვნების სამართლებრივი არგუმენტი არ დაუსახელებია.

”გუშინ ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ მივიღეთ პასუხი იურიდიულ არგუმენტებთან დაკავშირებით, დღეს მთელი გამოსვლის განმავლობაში არც ერთი იურიდიული და სამართლებრივი არგუმენტი არ დაგისახელებიათ, მხოლოდ პოლიტიკურ არგუმენტებზე მიუთითებდით. კითხვა მაქვს ასეთი – ვეტოს გაზიარების შემთხვევაში იტყვით თუ არა, რომ თქვენი აზრით, საქართველოს ექნება კარგი კონსტიტუცია?! ასევე, თქვენ ამბობდით ოპოზიციასთან ერთად, რომ ხალხს ართმევენ პერზიდენტის არჩევის უფლებას, იმ შემთხვევაში თუ პარლმენტი ვეტოს გაიზიარებს, მაშინ რა გამოდის, ორპალატიანი პარლამენტის არსებობის შემთხევევაში თქვენ უშვებთ, რომ ორლაპარტიანმა პარლამენტმა შეიძლება ხალხს წაართვას პრეზიდენტის არჩევის უფლება, თუ როგორ არის?! აქვე, რომელი ნორმა არსებობს სამართლებრივ საფუძველში, რაც პირდაპირი არჩევის შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს მოქმედ, ან ახალ კონსტიტუციაში, რომელიც უზრდის რაიმე ფუნქციას პრეზიდენტს იმ ბალანსისთვის, რაზეც თქვენ საუბრობდით?! გუშინ როგორც იქნა აღიარეთ, რომ ამ კონსტიტუციას აქვს ხუთი პარტიის მხარდაჭერა და დღეს რატომ შეცვალეთ ეს მესიჯი?! ხუთი პუნქტი და ვალდებულება ახსენეთ, რას გულისხმობთ რა ვალდებულება გვაქვს მეხუთე აღებული, იქნებ შეგვახსენოთ”, – მიმართა მდინარაძემ დოლიძეს და დასძინა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მოტივირებულ შენიშვნებზე საუბრისას იურიდიულ ასპექტებს უნდა გაუსვას ხაზი.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გზა რამდენიმე წუთით გადაკეტეს
შემდეგი სტატიადიდ დიღომის მიმართულბით მოძრავ ავტობუსში მგზავრებმა საეჭვო ნივთი იპოვეს