ქუთაისში 30-მდე ჟურნალისტმა მდუმარე აქცია გამართა

“მოგვეცით მუშაობის საშუალება”- ამ სლოგანით ქუთაისში, 30-მდე ჟურნალისტმა მდუმარე აქცია გამართა.

მედიის სფეროს წარმომადგენლები 8 ოქტომბერს, ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს გმობენ და აღნიშნავენ, რომ მათ არჩევნების ღამეს პროფესიული საქმიანობის შესრულების საშუალება არ მიეცათ.

ჟურნალისტები შესაბამის ორგანოებს, საქმის დროული და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

აქციას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და უფლებადამცველებიც შეუერთდნენ.

8 ოქტომბერს ქუთაისში საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს, უცნობი პირები დაუპირისპირდნენ რა დროსაც დაზიანდა ტელეკომპანია GDS და ,,იბერიას,, აპარატურა.

banner
წინა სტატიაში“ეს არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის და ჩვენი სტრატეგიული ინტერესების ღალატი”
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შესაძლოა, ახალი დეტალები გახდეს ცნობილი