“ეს არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის და ჩვენი სტრატეგიული ინტერესების ღალატი”

საქართველოს დელეგაციის მიერ, უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაზე კენჭისყრაში მონწილეობის არ მიღების ფაქტს ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი „სტრატეგიული მოკავშირის ღალატად“ აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოს ეს ძვირად დაუჯდება.

“ეს არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის და ჩვენი სტრატეგიული ინტერესების ღალატი. ეს ძვირად დაუჯდება საქართველოს. საქართველოს ხელისუფლება ამ დღეებში ძალიან ცუდად იქცევა საერთაშორის ასპარეზზე. ის კიდევ უფრო გადაიხარა რუსეთისკენ. რაც საქართველოს დელეგაციამ გააკეთა, ეს არის სამარცხვინო ფაქტი”,- განაცხადა რატიანმა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში მანანა კობახიძის, ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძისა და გუგული მაღრაძის მონაწილეობით იმყოფება, მათ გუშინ უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, კენჭისყრას დეპუტატები არ დასწრებიან.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ,,ნაციონალური მოძრაობის” 27% მოულოდნელი იყო, მათ შეძლეს ამომრჩევლის მობილიზება
შემდეგი სტატიაქუთაისში 30-მდე ჟურნალისტმა მდუმარე აქცია გამართა