გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შესაძლოა, ახალი დეტალები გახდეს ცნობილი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შესაძლოა, დღეს ახალი დეტალები გახდეს ცნობილი.

როგორც ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა, ამ თემაზე ბრიფინგი შესაძლოა, დღეს გაიმართოს.

“გივი თარქამაძის მანქანის აფეთქების საქმე გახსნილია. სულ ცოტა ხანში, შესაძლოა, რამდენიმე საათშიც, ამ თემაზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართოს”,-აღნიშნა მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში 30-მდე ჟურნალისტმა მდუმარე აქცია გამართა
შემდეგი სტატია“პოლიციელზე ხელის აღმართვა დღემდე არავისთვის მიპატიებია და არც ამის შემდეგ ვაპირებ”