ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსამართლე გენადი მაკარიძემ საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

საიას ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი სანტურიანი განმარტავს, რომ უბნებზე პრობლემების არსებობის მიუხედავად, მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„ჩვენ ვითხოვდით,მე-80, 87-ე და 110-ე უბნებზე ხმების გადათვალს, რადგან შემაჯამებელ ოქმებში არსებობდა ხარვეზები, ეს ხარვეზები შეამჩნია მოსამართლემაც, თუმცა განაჩენი არ შეცვალა“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილების შესახებ დოკუმენტი ოფიციალურად ჩაბარდებათ, საია გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

საარჩევნო უბნებზე არსებული დარღვევების გამო ქუთაისის სასამართლოს კიდევ ორმა პარტიამ მიმართა.

banner
წინა სტატიაშიკატალონიის გადაყენებული ლიდერი მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას არ სცნობს
შემდეგი სტატიასაფრანგეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება