კატალონიის გადაყენებული ლიდერი მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას არ სცნობს

კატალონიის გადაყენებული ლიდერი მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას არ სცნობს.

განცხადება კარლეს პუჩდემონმა სატელევიზიო მიმართვაში გააკეთა.

მან რეგიონის მოსახლეობას პირდაპირი მმართველობის მიმართ დემოკრატიული წინააღმდეგობისკენ მოუწოდა. პუჩდემონმა თავისუფალი ქვეყნის ასაშენებლად მუშაობის გაგრძელების პირობაც დადო.

“გუშინ იყო ისტორიული დღე. კატალონიის პარლამენტმა შეასრულა ის, რასაც მოქალაქეებმა მისცეს ხმა. ესპანეთის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება იმ სურვილს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა გამოხატეს და რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში პარლამენტები ირჩევენ ან უჩერებენ უფლებამოსილებას პრეზიდენტებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამის დაცვა მშვიდობიანი მეთოდებით, ძალადობის გარეშე,“ – განაცხადა კატალონიის გადაყენებულმა პრეზიდენტმა, კარლეს პუჩდემონიმ.

კატალონიისთვის ავტონომიის შეჩერების შემდეგ ესპანეთის პრემიერმინისტრმა რეგიონის მმართველობა დროებით ქვეყნის ვიცეპრემიერს გადააბარა. მარიანო რახოიმ რეგიონული პარლამენტიც დაშალა და ვადამდელი არჩევნები 21 დეკემბერს დანიშნა.

”კატალონიის პრეზიდენტს ჰქონდა შანსი, დაბრუნებოდა კანონიერებას და დაენიშნა არჩევნები. ეს იყო ის, რასაც კატალონიის მოსახლეობის უმეტესობა ითხოვდა. მან ეს არ გააკეთა, ამიტომ ესპანეთის ხელისუფლება მიიღებს ზომებს კანონიერების აღსადგენად. დავითხოვე კატალონიის პრეზიდენტი, ვიცეპრეზიდენტი და დანარჩენი მინისტრთა კაბინეტი. თანამდებობიდან გადავაყენე რეგიონული პოლიციის ხელმძღვანელიც. დამოუკიდებლობა არის გულსატკენი და სამწუხარო. ასე გრძნობს ახლა თავს ყველა კატალონიელი, რომელიც დამოუკიდებლობას არ უჭერდა მხარს,“ – განაცხადა ესპანეთის პრემიერმინისტრმა, მარიანო რახოიმ.

banner
წინა სტატიაშისამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი მამაკაცის საკითხზე დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიაქუთაისის საქალაქო სასამართლომ საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა