ქუთაისის გასასვლელთან, მოქალაქეები ცოცხებით ხელში შეიკრიბნენ

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში დაგეგმილ აქციას ექსპრეზიდენტის მომხრეები იმერეთიდანაც უერთდებიან. ქუთაისის გასასვლელთან, მოქალაქეები ცოცხებით ხელში შეიკრიბნენ და მხარდამჭერების მანქანები სირცხვილის კორიდორში შეძახილებით გაატარეს. მათი თქმით, სოლიდარობას უცხადებენ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დაზარალებულ და ნაწამებ ადამიანებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას დღეს გეგმავს. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას არ უერთდება.

banner
წინა სტატიაშისაბრალოები არიან – დეკანოიძე “ოცნების” აქტივისტების მიერ გზის ჩაკეტვაზე
შემდეგი სტატიაბათუმის მერია – კორპუსი, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, სრულ დემონტაჟს ექვემდებარება