ქურთების PJAK-ი ირანში ,,ბოევიკების,, მობილიზაციას აცხადებს

ირანის ისლამური ხელისუფლების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ,,ქურთისტანში თავისუფალი სიცოცხლის პარტია,, (PJAK – Partiya Jiyana Azad a Kurdistanê), რომელიც აიათოლა ჰომეინის ხელისუფლებასთან 2004 წლის შემდგომ საომარ მდგომარეობაშია,   ირანში დაწყებულ პროტესტთან დაკავშირებით ქურთებისა და სუნიტი მოსახლეობის საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა…

ირანიდან მიღებული ინფორმაციით, PJAK-ის ლიდერებმა ქურთებს და სხვა ეროვნების სუნიტებს მოუწოდეს, რომ შეუერთდნენ მათი პარტიის შეიარაღებულ დაჯგუფება ,,აღმოსავლეთ ქურთისტანის თავდაცვას,, (HRK -Hêzên Rojhilata Kurdistan), რათა ერთობლივი ძალებით შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიონ ირანში აიათოლას რეჟიმს.

ერთ-ერთი თურქული  წყაროს ინფორმაციით, PJAK-ის ლიდერებს ცოცხალი ძალით მხარდაჭერა აღუთქვა თურქეთში მოქმედმა ,,ქურთების მუშათა პარტიამ,, (PKK-Partiya Karkerên Kurdistan ), რომელიც თურქეთის ხელისუფლებასთან საომარ პირობებშია და ამ ქვეყნის ხელისუფლებას ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული. როგორც ცნობილია, როგორც PJAK-ი ასევე PKK-ც, თავიანთ ლიდერად თურქეთის ხელისუფლების მიერ დაპატიმრებულ აბდულა ოჯალანს აღიარებენ და ქურთისტანის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთვის იბრძვიან.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: “კ ე თ ი ლ შ ო ბ ი ლ ო ბიძინა!”
შემდეგი სტატიაირანული ოპოზიციის ლიდერი: ეს არის აჯანყება თავისუფლებისთვის