კახა მიქაია: “კ ე თ ი ლ შ ო ბ ი ლ ო ბიძინა!”

ნაცები ყველგან,
ნაცები სახურავზე,
ნაცები მიწაზე,
ნაცები მთავრობაში,
ნაცები პარლამენტში,
ნაცები ქუჩაში,
ნაცები ნაცებში,
ნაცები ქოცებში,
ნაცები ავდარში,
ნაცები დარში,
ნაცები წირვაზე,
ნაცები სცენაზე,
ნაცები ტელეეთერებში,
ნაცები სოციალურ ქსელებში,
ნაცები პრესაში,
ნაცები მტვერში,
ნაცები ქარში,
ნაცები ყველგან,
ნაცები თავშიც,
ნაცები ტრაკშიც,
აქა-იქ ეკა ბესელიები, ნუკრი ქანთარიები და ზაქრო ქუცნაშვილები…
…და ისევ
ნაცები,
ნაცები,
ნაცები…

ამ საახალწლოდ, ოცნებების, იმედების და სურვილების ასრულების ჯადოსნურ ღამეთა შორის ერთერთ საღამოს, თუნდაც შუაღამისას, გაიღე წყალობა და ხელის ერთი მოსმით ჩვენც გვაქციე
ბოკერიებად და სააკაშვილებად, ბაქრაძეებად და მელიებად, ჩერგოლეიშვილებად და მურუსიძეებად, მინაშვილებად და თალაკვაძეებად, ზარდიაშვილებად და ნადირაშვილებად, ბობოხიძეებად და მდინარაძეებად, კობახიძეებად და ჩუგოშვილებად, სოფო კილაძეებად და იმ ქალის სახელი დამავიწყდა-ჯაშებად…
რათა შენს ფრთებქვეშ ჩვენც ვიყოთ შეყუჟულნი, შენს ფრთებქვეშ, ვითარცა მზისქვეშეთში, ჩვენც ვპოვოთ ჩვენი ადგილი და სარჩოსაბადებელი,
კ ე თ ი ლ შ ო ბ ი ლ ო ბიძინა!

 

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაში უკრაინელებმა, აფხაზურ გემს ცეცხლი გაუხსნეს (ვიდეო)
შემდეგი სტატიაქურთების PJAK-ი ირანში ,,ბოევიკების,, მობილიზაციას აცხადებს