ქურდობისა და ძალადობის ბრალდებით თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანს ქურდობასა და ძალადობას ედავებიან.

სამართალდამცველების ინფორმაციით, გენადი სურმანიძე და დავით გაბაიძე, თურქ თანამზრახველთან ერთად, ანტალიაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ, მეპატრონე ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალადობის მუქარით მისი სახლიდან ძვირფასი ნივთები გაიტაცეს.

დაკავებულებს პოლიციის განყოფილებასთან მათ მსხვერპლის ნათესავები დახვდნენ და მათთან ანგარიშსწორება სცადეს, თუმცა ისინი პოლიციამ შეაჩერა.

banner
წინა სტატიაში„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ჟურნალისტებისთვის მთავრობის სხდომების გახსნას ითხოვს
შემდეგი სტატიაგაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთ-საქართველოს 10 წლისთავზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს